„შესაძლოა, მისი ცხოვრების ენერგეტიკა და ნეგატიური პროცესები თქვენზე გადმოვიდეს...“ - როგორ გავწმინდოთ მეორადი ტანსაცმელი

ხატია ძნელაძე

ასტროლოგი ხატია ძნელაძე საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, რატომ არ უნდა გამოიყენონ მეორადი სამოსი ან შეძენის შემთხვევაში, როგორ შეიძლება ნივთის გაწმენდა.

როდესაც სხვა ადამიანის ტანსაცმელს იცვამთ, მისი ენერგია თქვენზე გადმოდის, რაც აბსოლუტურად არ შეიძლება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ გაწმინდოთ და ეს ყველაფერი მარილიან წყალში გარეცხოთ. თქვენ არ იცით, კონკრეტული ნივთი ვისი ცხოვრების მატარებელია - შესაძლოა, მისი ცხოვრების ენერგეტიკა და ნეგატიური პროცესები თქვენზე გადმოვიდეს, ან ის ადამიანი ნეგატიურ კარმას ატარებდეს... 

ნებისმიერი ადამიანი, როცა თავის სამოსს გაჩუქებთ, ენერგეტიკულად გაწმინდეთ და ისე გამოიყენეთ. სხვა ადამიანის ნაჩუქარი ნივთიც ეგრევე არ გამოიყენოთ, ჯერ გაწმინდეთ, რადგან თუ არ გაწმენდთ, ენერგია თქვენზე გადმოვა,“ - განმარტა ასტროლოგმა.