1750362602
„რეალური სურვილები ჩამოვაყალიბოთ, ჩამოვწეროთ...“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები

2025 წლის 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ასტროლოგები მას წლის ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღს უწოდებენ. ზაფხულის მზებუდობის დროს მზე თავისი სიმძლავრის პიკს აღწევს და ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რაც დიდი ხანია, გვინდა, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გვყოფნიდა.
აღნიშნულ დღეს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გვექნება და ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს ენერგია გამოვიყენოთ. უძველესი დროიდან არაერთი რიტუალი არსებობს, რომლებსაც ადამიანები მზებუდობის დღეს იყენებდნენ, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოეზიდათ.
აღნიშნული მოვლენის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტატუსს აქვეყნებს:
ზაფხულის მზებუდობას გილოცავთ ჩემო მეგობრებო!
შეგახსენებთ, რომ დღეს 21 ივნისს ერთერთი უძლიერესი დღეა , ამისათვის უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი სიმძიმისგან, ზედმეტი ,,ბარგისგან” , ნივთებისგან, ფიქრებისგან…
ამ ორი დღის მანძილზე საუკეთესოა ლოცვა, საფუძვლიანად გააზრება თუ რა ჭეშმარიტი მიზნების განხორციელება გვჭირდება სინამდვილეში, იმისათვის რომ გვქონდეს სასურველი ცხოვრება.
რეალური სურვილები ჩამოვაყალიბოთ, ჩამოვწეროთ.
ყველას ვუსურვოთ ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა, სიყვარული…
უფლისადმი მადლიერებითა და სიყვარულით
სიკეთე გქონოდეთ“,- წერს მიხეილ ცაგარელი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420