„ეს კითხვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დღევანდელ დროში...“ - რას წერს ასტროლოგი

დროში მოგზაურობის ჰოროსკოპი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან მორიგი პოსტი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რა შეიძლება რომ ითქვას ,,პარალელური სამყაროების“ შესახებ? ეს კითხვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დღევანდელ დროში. ხშირად, მეც მეკითხებიან, ამიტომ ვეცდები ამ პოსტში ვისაუბრო სხვადსახვა დაფარულ მასალებზე.

თუ ძველ ტექსტებს გადავხედავთ ყველაფერი ენოქის წიგნიდან იწყება. ენოქი ნოეს დიდი ბაბუა გახლდათ, რომელიც ღმერთმა ზეცად აიტაცა. მისი წიგნი დაიწერა ძვ.წ.III-I საუკუნეებში. აქ თქვენ შეხვდებით უფლისა და დემონის ბრძოლის ეტაპებს, ასევე წარღვნამდელი კაცობრიობის ცხოვრების წესებს, რაც გახდა დედამიწაზე ადამიანთა მოდგმის განადგურების მიზეზი.

ტექსტი გვესაუბრება სამყაროს მოწყობის პრინციპებზე, მის შესახებ მკვდარი ზღვის ხელნაწერებში შეხვდებით ცნობებს, ასევე ეთიოპიურ და იუდაურ აპოკრიფებში, ადრეულ ქრისტიანულ წყაროებში და სხვა ...

ენოქი იმდენად პატიოსანი და ღვთივსათნო პიროვნება იყო, რომ ღმერთმა გადამალა ელიას მსგავსად, მას ფიზიკური სიკვდილის გემო არ უგრძვნია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ არის ამ სამყაროში სხვადასხვა პარალელური სამყაროები, სადაც დამსახურებისამებრ ნეტარებენ მართლები.

სამწუხაროდ, ერთ მშვენიერ დროს, 200 ანგელოზი დაეცა, ზეცის ბინადრებმა შესცოდეს უფლის წინაშე. იხილეს რა ადამიანები მიწაზე და კაცთა სილამაზე, გულში ჩაუვარდათ ეს სიყვარული. მათი უფროსი და ამ საქმის წამომწყები ,,სამაიაზა“ იყო, რომელსაც სხვა ანგელოზებმაც დაუჭირეს მხარი და დაიწყეს ადამიანებთან სიარული, გამრავლება და ასე დაიბადნენ დედამიწაზე ჰიბრიდული არსებები, რომლებიც ნეფილიმების სახელით არიან ცნობილნი.

გიგანტები იმდენად გაიზარდნენ, რომ დედამიწაზე აღარ დატოვეს არაფერი, შემდეგ ადამიანების განადგურებაზე გადავიდნენ და სრული ბატონობა მოისურვეს.

წიგნში შეხვდებით ასტრონომიის და კოსმოსის საიდუმლოებებს, თუ როგორ ასწავლეს ანგელოზებმა ადამიანებს ცის მწყობრთა ენა.

ნახავთ ენოქის ზეციურ მოგზაურობას, აგრეთვე, მომავლის წინასწარმეტყველებებს და მის პირად ეპისტოლეებს.

ეს უკანასკნელი, თავად აღწერს ცათა 7 საფეხურს, ანგელოზთა იერარქიებს, დროის რიტმებს და ციურ სხეულთა განლაგებებს, ღმერთის ტახტის ხილვას და განკითხვის დღის მნიშვნელობას.

ბიბლიური მიხედვით, ენოქი ცხოვრობდა ადამის შემდეგ მე-7 თაობაში. მის დროს დაირღვა ზეციური წესრიგი, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ სისხლი აიმღვრა ადამიანებისა და ანგელოზების შერწყმით. გავრცელდა ომები, ასევე საიდუმლო დაფარული ცოდნები: ალქიმიის, მაგიის და იარაღების გამოყენების.

საბოლოოდ კი ეს იყო დრო, როცა ღმერთმა გადაწყვიტა მსჯავრი დაედო კაცობრიობაზე, რის შემდეგაც, ენოქი ზეცად წაიყვანა, როგორც გამორჩეული და წმინდა ნატურა.

სხვადასხვა სულიერ და ეზოთერულ სკოლებში შეხვდებით იმ ვერსიას, როცა ენოქის პიროვნება დროით მოიხსენიება ატლანტების სარტყელში. ნეფილიმები კი მოხსენიებულნი არიან, როგორც ,,მიწის დამანგრევლები.’’

თქვენ წარმოიდგინეთ, ენოქის წიგნი ქრისტიანულ მესიანურ-აპოკალიფტურ დროებამდე გაცლებით ადრეა დაწერილი, მაგრამ პირდაპირაა ნათქვამი, თუ რა მოხდება მომავალში და როგორი იქნება უფლის მეორედ მოსვლის ამბავი.

ენოქის მიერ აღწერილი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს სახეები და ეპითეტები, გასაოცრად "ახალაღთქმისეულია": "მოგიზგიზე ცეცხლის ალი იყო მის (ქრისტეს - "აპოკ." რედ.) გარშემო, და დიდი ცეცხლი იყო მის წინაშე, და არავის შეეძლო მასთან მიახლება იმათგან, ვინც მის ირგვლივ იყო" (ენოქი 3:36). "განცალკევებულნი არიან მათი სულები ამ დიდ ტანჯვაში, სანამ არ დადგება სამსჯავროსა და სამარადისო სასჯელის დიადი დღე მგმობართათვის, როდესაც უფალი შურს იძიებს მათზე; და დამსჯელი ანგელოზი შეკრავს მათ აქ სამარადისოდ" (ენოქი 5:12).

,,აი მოდის უფალი ათასობით წმინდანთან ერთად, რათა აღასრულოს განკითხის დღე, დასაჯოს უღვთონი, ამხილოს მათი ბოროტი საქმეები და ყოველი სიტყვა, რაც უთქვამთ ღვთის წინააღმდეგ.“

ენოქის მიხედვით, მეორედ მოსვლა არის: მესიის ცისკარი ზეციდან, რომელსაც თან მოჰყვებიან ანგელოზთა ლაშქარი. ძე ღვთისა, აღასრულებს სამართლიან სამსჯავროს, ცოდვის ძალა განადგურდება და რჩეულნი ახლებურ მიწაზე იცხოვრებენ უსასრულოდ.

ამ წიგნში შეხვდებით მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის სცენებსაც, რაც პირდაპირი დამოწმებაა იმისა, რომ მიუხედავად წერილის გაცილებით ადრინდელი დაწერისა, პირდაპირ წინასიტყვაობაა ახალი აღთქმისა.

ხოლო, მის მიერ ნანახი უცხო ცა და მიწა, სადაც თვით უფალმა გადამალა იგი, პირდაპირ სარწმუნო და ხელშესახებ ფაქტთანაა ასოცირებული, რომ სხვა განზომილებები რეალური ადგილსამყოფელებია.

პარალელური სამყაროები კი, როგორც რეალობის მრავალფეროვანი წყობა, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სვეტს ეზოთერულ ტრადიციებშიც.

აქ კი დასი შემდეგნაირად ნაწილდება:

1. სულიერი სამყარო - ზეციური არსებები, სინათლის არსებები

2. ასტრალური სამყარო - ემოციებით, სურვილებით და ფორმებით სავსე სივრცე

3. ეთერული სამყარო - ენერგიების ველი, რომელიც აკავშირებს სხეულს სულთან

4. ფიზიკური სამყარო - ჩვენი ხილული რეალობა

5. შავი სარკის სამყაროსებრი პლასტები - წყვდიადის რეალობები, სადაც დავარდნილი ცნობიერება მოქმედებს და დემონური ძალები, ,,დემენტორები“ ებრძვიან ადამიანებს.

ხანდახან ჩვენი სურვილები, რომლებიც გროვდება ადის ზემო საფეხურებზე, რასაც გავუშვებთ ფიქრის პროცესში და ასტრალურ სამყაროში წყდება თუ რა მოხდება მერე სულიერ საფეხურზე, იქიდან კი აქ მატერიალიზდება უფლის დაშვებით თხოვნა.

საბოლოოდ, რომ გითხრათ, ენოქი აღწერს ამ ყოველივეს ეს კი არ არის ფიზიკური სივრცეები, არამედ, განზომილებათა სისტემაა.

ის კვეთს დროს, სივრცეს, სიკვდილს და აცნობიერებს არსებობის ხვეულობას. მან მიგვითითა ადამიანის სულიერი ევოლუციისკენ და აღწერა ცოდვის შედეგად წარმოქმნილი გადახრილი რეალობები. ის მექანიზმები, თუ როგორ ბრუნდება სული ზეციურ წყაროში.

საბოლოოდ რომ ვთქვათ ენოქი იყო პირველი მახარობელი იმ ძალის, რომელიც დაბრუნდება სამყაროს განკითხვისთვის, მისი ხილვები, თითქმის, წინასწარ იმეორებენ ბიბლიურ სცენებს.

პარალელური სამყაროების შესახებ უკვე ქრისტიანული დროიდან საუბრობს წმინდა პავლე მოციქული, რომელიც მე-3 ცამდეა ზეცად აყვანილი, ამბობს: ,,რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, გულს არ გაუელვებია და ყურს არ სმენია’’ ისეთი რამ განუმზადა ღმერთმა მართლებსო.

ამიტომ, სხვადასხვა მაღალი ენერგოვიბრაციის ადგილები ნამდვილად არსებობს და ყველა სული დამსახურებისამებრ მოხვდება შესაბამის ადგილას.

ენოქის წიგნზე მე ამის თქმა შემიძლია, ნამდვილად საინტერესო და საგულისხმო ინფორმაციებითაა სავსე“,- წერს გიორგი ლობჯანიზე.