სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
თაღლითები ადამიანების მოსატყუებლად უამრავ ხერხს მიმართავენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა იაპონელ პენსიონერ ქალს თავი კოსმოსში გაჭედილ ასტრონავტად მოაჩვენა, რომელსაც ჟანგბადი არ ჰყოფნიდა. 80 წლის ქალთან მან რომანტიკული ურთიერთობა დაამყარა და ნდობა ისე მოიპოვა, შემდეგ კი ფული გადაარიცხვინა.
ქალაქ საპოროში მარტო მცხოვრებმა პენსიონერმა თაღლითი სოციალური ქსელით ივლისში გაიცნო. მან ქალს მოატყუა, რომ კოსმოსურ ხომალდში იმყოფებოდა, თავს ესხმოდნენ და სასწრაფოდ ჟანგბადი სჭირდებოდა.
თაღლითობის მსხვერპლმა "ასტრონავტს" ელექტრონულად დაახლოებით 1 მილიონი იენი გადაურიცხა, რაც 6750 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. ეს თანხა "ჟანგბადის საყიდლად" იყო გამიზნული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ფასად კოსმოსში ტვირთს ვერავინ წაიღებდა.
ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფუნქციონირება ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარი ჯდება, ანუ პენსიონერის ფული დასაფარად მისიის მხოლოდ 3-5 წუთს თუ გასწვდებოდა. ამის მიუხედავად, მოხუცისთვის ეს დიდი თანხა იყო, რომელიც დაკარგა.
ბოლო წლებში ე.წ. "რომანტიკული თაღლითობები" გახშირდა, რის შედეგადაც მხოლოდ აშშ-ში მოტყუებულმა ადამიანებმა 2023 წელს 1.14 მილიარდი დოლარი დაკარგეს — 2021-თან შედარებით ორმაგი. თითო პიროვნებაზე საშუალოდ 2000-დოლარიანი დანაკარგი მოდის, რაც სხვა სახის თაღლითობების მაჩვენებლებს ბევრად აღემატება.
სამწუხაროდ, მოხუცები მსგავსი გამომძალველების (არამხოლოდ რომანტიკულის) იდეალური სამიზნეები არიან, იაპონიას კი ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა ჰყავს. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი თანამედროვე ხელსაწყოები სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, რადგან მათი მეშვეობით რეალურთან ძალიან მიმსგავსებული ვიდეოებისა თუ ხმების გენერირებაა შესაძლებელი.
ამ ყველაფრის შედეგად ხანდაზმულები დაუცველები ხდებიან, რადგან ასეთი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.