dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც

ტრამპი

პრეზიდენტის ვერტმფრენს ჰიდრავლიკური პრობლემები შეექმნა ჩეკერსიდან დაბრუნების დროს, სადაც ტრამპი სერ კირ სტარმერს შეხვდა ერთობლივი პრესკონფერენციისთვის. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში თავისი მეორე ისტორიული სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა, ლონდონის სტენსტედის აეროპორტში გრაფიკიდან 20 წუთით გვიან ჩავიდა.

ვერტმფრენმა საგანგებო დაშვება განახორციელა ლუტონის აეროპორტში, სადაც პრეზიდენტი და პირველი ლედი მეორე მეორე ვერტმფრენში გადაიყვანეს.

შემდეგ წყვილი Air Force One-ში ავიდა, რათა ისტორიული ვიზიტის შემდეგ, თეთრ სახლში დაბრუნებულიყო.

ადგილიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანები და შეიარაღებული პოლიცია ლუტონის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე.

ფოტოებზე ჩანს ტრამპის ორივე ვერტმფრენი, რომლებიც ცნობილია როგორც Marine One და Marine Two, ასაფრენ ბილიკთან ახლოს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლივიტმა განაცხადა: „ჰიდრავლიკურ სისტემაში მცირე პრობლემის და სიფრთხილის ზომების გამო, პილოტები სტენსტედის აეროპორტში ჩასვლამდე ადგილობრივ აეროდრომზე დაეშვნენ“. - წერს უცხოური მედია.