რა მოხდება, თუ დედამიწა ერთი წამით მაინც შეწყვეტს ბრუნვას?

დედამიწა

თუ დედამიწა მოულოდნელად შეწყვეტს ბრუნვას, თუნდაც ერთი წამით, ეს გამოიწვევს ფართომასშტაბიან განადგურებას და გრძელვადიან გარემო ცვლილებებს. კერძოდ, ყველაფერი, რაც პლანეტაზე „მიმაგრებული“ არ არის, მოულოდნელად შენელდება.

„ამ შემთხვევაში შენობები ჩამოინგრეოდა და დაუცველი ობიექტები დამანგრეველი ძალით აღმოსავლეთისკენ გადაიყრებოდა. გამოთავისუფლებული ენერგია ფართომასშტაბიან ნგრევას გამოიწვევდა“, - ნათქვამია სტატიაში.

წყლისა და მიწის გადანაწილება

დედამიწის ბრუნვა ხელს უწყობს ეკვატორული ამოზნექილობის ფორმირებას. ეს იწვევს ოკეანეების ეკვატორისკენ გადახრას. თუ ჩვენი პლანეტა ბრუნვას შეწყვეტს, თუნდაც ერთი წამით, ეს ცენტრიდანული ძალა გაქრება. შესაბამისად, წყალი პოლუსებისკენ გადაინაცვლებს, რაც პოტენციურად გამოიწვევს რეგიონების დატბორვას და კონტინენტური ხმელეთის გაშიშვლებას. ამ შემთხვევაში კაცობრიობას შეეძლება ცვლილებების დანახვა არსებულ სანაპირო ზოლში.

კლიმატის ცვლილება

დედამიწის ბრუნვის შეჩერება ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კლიმატსა და ამინდზე. დღე-ღამის ციკლი დაირღვევა, რაც გამოიწვევს დღის სინათლისა და სიბნელის ხანგრძლივ პერიოდებს. ეს დისბალანსი გამოიწვევს ტემპერატურის ექსტრემალურ რყევებს. პლანეტის ერთი მხარე განათებული იქნება, ხოლო მეორე - მუდმივ სიბნელეში.

გეოლოგიური შედეგები

თუ დედამიწა მოულოდნელად შეწყვეტს ბრუნვას, წარმოიქმნება ტექტონიკური სტრესები. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მიწისძვრები და ვულკანური აქტივობა. წყლისა და მიწის გადანაწილება ასევე იმოქმედებს დედამიწის ქერქზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გეოლოგიური რყევები.

მაგნიტური ველის და რადიაციის ზემოქმედება

იცოდით, რომ დედამიწის ბრუნვა გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი მაგნიტური ველის გენერირებაში დინამოს ეფექტის მეშვეობით?! 

ეს ჩვენი პლანეტის ზედაპირს მავნე მზის და კოსმოსური გამოსხივებისგან დაუცველს დატოვებს, რაც რადიაციის დონის მატებას გამოიწვევს. ასეთი ცვლილებები მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დედამიწაზე არსებულ ყველა სიცოცხლეს.

დედამიწის ბრუნვის შეწყვეტის გრძელვადიანი გამოწვევები

ისეთი კატასტროფული მოვლენის შემდეგ, როგორიცაა პლანეტის ბრუნვის პაუზა, დედამიწაზე სიცოცხლე უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. გარემო პირობები ექსტრემალური გახდება. 

„სიცოცხლის გრძელვადიანი გადარჩენა დამოკიდებული იქნება არამბრუნავი დედამიწის მკაცრ ახალ რეალობასთან ადაპტაციის უნარზე“, - ნათქვამი სტატიაში.