მსოფლიოში ყველაზე ვიწრო მანქანა იტალიაში შენიშნეს - როგორ მოახერხეს მისი შექმნა

მანქანა

იტალიაში მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ავტომობილი შექმნეს. მანქანა მექანიკოსმა, ანდრეა მარაციმ გააკეთა. იტალიელმა ავტომობილების ექსპერტმა კლასიკური Fiat Panda დაჭრა, რათა შეექმნა საკუთარი ულტრა თხელი ვერსია, რომლის სიგანეც მხოლოდ 50 სანტიმეტრია, წერს Express .

ავტომობილმა შეინარჩუნა ორიგინალური დიზაინის მრავალი მახასიათებელი, ხოლო ინტერიერის დიდი ნაწილი უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 50 სმ სიგანისაა. ასევე ცნობილია, რომ ეს ავტომობილი ხელით არის დამზადებული კლასიკური 1993 წლის Fiat Panda-ს მასალების გამოყენებით.

გარდა ამისა, მანქანას წინა მხარეს მხოლოდ ერთი ფარი აქვს, ორი პაწაწინა მოხვევის სიგნალი, მაგრამ მაინც ოთხი ბორბალი.

მანქანას ასევე აქვს გენიალური ძრავის სისტემა, რომელიც არ საჭიროებს მის წინა კაპოტის ქვეშ განთავსებას. თუმცა, გადაცემათა კოლოფი ერთი ბორბლიდან მოდის, რომელიც მხოლოდ მარცხენა უკანა ბორბალზეა დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ მუხრუჭი მარჯვენა უკანა მხარეს მდებარეობს, ხოლო საჭის მართვის სისტემები - მანქანის წინა მხარეს.

„ყველას ჰგონია, რომ ძრავა კაპოტის ქვეშაა. ცდებით. უკანა ძრავას, უკანა წამყვანი თვლები, ერთი ბორბალი აქვს. მეორე ბორბალი მუხრუჭის ფუნქციას ასრულებს. 24 ვოლტიანი ძრავა სრულად ელექტროძრავია“, - განმარტა ანდრეამ.

გარდა ამისა, ეს მანქანა მხოლოდ 264 კილოგრამს იწონის.