როგორ ატარებენ ერთად დროს ანჯელინა ჯოლი და სელმა ჰაიეკი - ფოტოები

ანჯელინა ჯოლი და სელმა4

ანჯელინა ჯოლი და სელმა ჰაიეკი მექსიკაში იმყოფებიან. ვარსკვლავები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა Gran Café La Parroquia-ში დააფიქსირეს, სადაც ისინი კულტურის მინისტრ, შოჩილ მოლინასთან ერთად ვახშმობდნენ. კაფეს სტუმრებმა და თანამშრომლებმა არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელეს, ზოგიერთმა კი „სელფის“ გადაღებაც მოასწრო.

ჯოლი თეთრ შარვალსა და მაისურში იყო გამოწყობილი, ჰაიეკი კი შავი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ 50 წლის ჯოლი და 58 წლის ჰაიეკი მეხიკოდან ვერაკრუსში ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდნენ. ინტერნეტსივრცეში არ წყდება განხილვა, რისთვის იმყოფებიან ისინი მექსიკაში.

ზოგიერთის აზრით, ისინი ახალ საერთო ფილმზე მუშაობენ. ზოგიც ფიქრობს, რომ მათი ვიზიტი ჰუმანიტარულ მისიას ეხება. ზოგი კი აცხადებს, რომ ისინი მექსიკაში დასასვენებლად იმყოფებიან.