შვილის გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით, აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ამერიკის პოლიცია

პოლიციამ აჭარაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

 

შსს-ს ცნობით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას, საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.