„ნამდვილად ბიონსეს შვილია” - ნახეთ 13 წლის ბლუ აივის ცეკვის ვიდეო

ბლუ აივი

ბიონსეს შვილი უკვე 13 წლისაა!

შეიძლება, ზუსტად გახსოვთ ის დრო, როცა ბიონსე თავის პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ და ეს სასიხარულო ამბავიც სცენიდან აუწყა მსოფლიოს, თუმცა არ იცით, რომ ბლუ აივი უკვე გაიზარდა და დედამისის კონცერტებზე თავადაც ცეკვავს.

დედის გვერდით ბლუ აივი დიდ სცენაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვიხილეთ, როცა ბიონსე "რენესანსის" ტურს ატარებდა. პირველ რამდენიმე კონცერტზე ბლუს ღელვა ეტყობოდა, თუმცა ტურის ბოლოს უკვე სრულიად პროფესიონალურად ასრულებდა ბიონსეს სახელგანთქმულ, რთულ ცეკვის ილეთებს.

როგორც ჩანს, ბიონსე შვილსაც ისეთივე მაღალი სტანდარტების დაცვას სთხოვს, როგორც თავის დანარჩენ მოცეკვავეებს - 13 წლის ბლუმ გუშინ ბიონსეს "Cowboy Carter"-ის ტურის გახსნაზე საოცარი შოუ დადგა.

ბლუს მოძრაობებმა, სტილმა და ჟესტებმა მაყურებელს მაშინვე ბიონსე გაახსენა - განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ბლუმ Deja Vu-ს პოპულარული ცეკვა შეასრულა: