1756274368
„მადლობა იმ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაიღე“ - ზურა ხაჩიძე ლევან გაჩეჩილაძეს ემშვიდობება

ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ლევან გაჩეჩილაძეს დღეს, 23 აგვისტოს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეგობარს ემშვიდობება:
„მადლობა იმ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის ლევან, რაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაიღე, ყოველთვის გვემახსოვრები! შეხვედრამდე…“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, იგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.