ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ-ავივში მასშტაბური აქცია გაიმართა

თელ-ავივში მასშტაბური აქცია გაიმართა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ-ავივში მასშტაბური აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩებში 350 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტები მივიდნენ ისრაელის თავდაცვის შტაბ-ბინასთან, სწორედ იქიდან მოქალაქეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართეს და უმოკლეს ვადებში ჰამასთან შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდეს.