გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი იუბილარია - როგორ მიულოცა გალამ დედიკოს დაბადების დღე

გიორგი გასვიანი

გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა ერთმანეთს ბედი ხუთი წლის წინ დაუკავშირეს და დაოჯახდნენ. დღეს საოცარი შვილის, გალას მშობლები არიან და მოსიყვარულე, თბილი და იდილიური ოჯახი აქვთ.

მარიტა მელიქიშვილი დღეს, 16 მარტს იუბილარია. იგი 24 წლის გახდა და შვილისგან ულამაზესი ვარდების თაიგული მიიღო.

„გალას დედიკოს გაუმარჯოს“. „ბედნიერი დაბადების დღე“. „მრავალს დაესწარით“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ დაოჯახებას ყველა დადებითი ემოციებით შეხვდა და საზოგადოებამ მათი წყვილი მალევე შეიყვარა.