"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ბოსტონის ერთ-ერთ Dunkin' Donuts-ში ბენ აფლეკმა გასულს სამშაბათს იმუშავა და მომხმარებლებს ყავაც შესთავაზა. მსახიობს Dunkin' Donuts-ის უნიფორმა ეცვა, წინსაფარი ეკეთა და კეპიც ეხურა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც ბოსტონის ფილიალში ყავის ყიდვისას ბენ აფლეკი მოემსახურა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მადლობა ბენ აფლეკს, რომელმაც ამ დილით ყავა მომიმზადა", - ვკითხულობთ პოსტში.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბენ აფლეკი Dunkin' Donuts-ის რეკლამაში გადაიღეს და მომხმარებლებს სწორედ ამიტომ ემსახურებოდა.
რეკლამაში მონაწილეობა ჯენიფერ ლოპესმაც მიიღო, რომელიც მომხმარებლის როლს თამაშობს, თუმცა გადასაღები მოედნიდან მომღერლის ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა.