ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე, კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები - საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

მაშველები ფონიჭალაში

6 დაღუპული და 5 გადარჩენილი - ასეთია ფონიჭალაში გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან.

შემთხვევის ადგილზე კი კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ტრაგედიის ადგილზე, უკვე 24 საათია, "კურიერის" გადამღები ჯგუფები უწყვეტად მუშაობენ.

✕