დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
გიორგი ფერაძე უმცროსმა იქორწინა. მისი რჩეული ქსენია ბეზუგლოვაა. ხელი ქსენიას ერთი წლის წინ სთხოვა. ერთად ცხოვრება კი წყვილმა ახლა გადაწყვიტა.
"ავდექით და ვიქორწინეთ" - ასე "სთორავს" მსახიობი და ქორწინების ამსახველ ბეჭდებიან ფოტოს.
ქსენია ბეზუგლოვა ფეისბუქით პირველად შარშან გააცნო საზოგადოებას, როდესაც პრემიერა ითამაშა. დონ კიხოტის როლში მყოფმა ფერაძემ, ერთი წლის წინ, ამგვარი ტექსტი წარუმძღვარა ფოტოს.
"რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა..."
საყვარელ ქალს ხელი შარშან ივლისში სთხოვა.
"მან თქვა - კი! მიყვარხარ!
ბოლო მომენტამდე ყველაფერი საიდუმლოდ იყო შენახული. და ეს მოხდა კინოფესტივალის დასკვნით საღამოზე. მან არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა შინაგანად მზად იყო, ისევე, როგორც მე!
ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა... მადლობა შენ (გია მიმართავს საქორწინო ბეჭდის იუველირს) იმ შედევრისთვის, რომელსაც ქსენია საერთოდ აღარ იხსნის" - წერდა გიორგი ფეისბუქზე.
ქართველი არტისტის - გია ფერაძის უმცროსი ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გარდაცვლილ მამას, რომელიც ერთხელ ჰყავს ნანახი, ხუთი წლის ასაკში, ციხეში...
ქსენიასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას სამი შვილი ჰყავს.