ამერიკელი კაცი ამტკიცებს, რომ ლატარიაში ჩიტმა მოაგებინა

ლოტერია

მამაკაცმა ლატარიის პრიზი - 2.4 მილიონი დოლარი მოიგო მას შემდეგ, რაც მანქანაში ლანჩის დროს ჩიტისგან ნიშანი მიიღო.

ლატარიის იღბლიანი გამარჯვებული ამბობს, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი სწორედ  ჩიტმა მოუტანა.

ლატარიის კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მამაკაცს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს ნიშანი არც მეტი, არც ნაკლები - 2 მილიონზე მეტი ღირებულების მოგებას მოუტანდა.