მაისში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 დღე დაისვენებენ - დეტალურად
1777751680
საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და 57 ტყვია ამოიღეს - მოგვიანებით, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რომელიც ხშირად სახლების გასაქურდად გამოიყენება.