ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ქვეითებს შეეჯახა - ორი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

policiis lenti

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ქვეითებს შეეჯახა - დაშავდა ორი ადამიანი.

როგორც "კურიერს" თვითმხილველი უყვება, დაშავებულები, ინცინდენტის დროს ქვეითთა გადასასვლელით არ სარგებლობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.