VIDEO: საქართველოს დროშით თასი აღმართა - კვარაცხელიამ კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა

კვარა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს ოსერი და პსჟ დაუპირისპირდნენ. ლუის ენრიკემ ამ მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა.

ოსერმა პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, თუმცა მეორე ნახევარში პსჟ-მ თავისი საფირმო თამაში აჩვენა და 3 უპასუხო ბურთი გაიტანა, საიდანაც ორი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

თავის პარიზულ კარიერაში კვარამ პირველი დუბლი გაიფორმა და უმაღლესი, 10.0 შეფასება მიიღო.

კვარაცხელიამ კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა და საქართველოს დროშით თასი აღმართა.

ვიდეო: