საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ძიუდო

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ლუკა მაისურაძის, მიხეილ ბახბახაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურიას შემადგენლობით ფინალში იტალიას დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა. გადამწყვეტ შეხევრად ლოტოტრონმა -70 კილოგრამში სოფიო სომხიშვილსა და ასია ტავანოს შორის აარჩია, შეხვედრა სოფიოს გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანიას ანგარიშით 4:0 სძლია.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100) - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა; ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ), მან ფინალში აიუბ ბლიევს სძლია. ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდნენ.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.