საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).
ფინალი 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“გაიმართება, სადაც „პსჟ“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ქართველ გულშემატკივარს არ გამოჰპარვია, ის მომენტი, როდესაც პსჟ-მ ფოტო დადო წარწერით: TEAM FAMILY სადაც ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს.
გულშემატკივრები შემდეგი სახის კომენტარებს წერენ:
„სად არის კვარა, ის ბრილიანტია ყოველთვის“ „აქ რა ხდება? კვარა ფოტოს იღებს თუ რატო არ დგას“ „სად არის „მამა“ კვარა“ ,- წერენ გულშემატკივრები.