ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ განახლებული პროგნოზი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოს ამინდი შეიცვლება საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

ოზურგეთში დღს იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც წვიმაა, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეს იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღეს იწვიმებს. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მოსალოდნელია წვიმა. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმა იქნება, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაშიც, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +24 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმა იქნება. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში კი მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში კი წვიმს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.