საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1746729447
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
მოწმის სახით, აჭარის პოლიციის უფროსი და ამავე საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძე იკითხება. დგებუაძემ დეტალურად ისაუბრა ნოემბრის საპროტესტო აქციებზე.
დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ სხდომათა დარბაზში მყოფ აქტივისტს, მალხაზ ირემაძეს წესრიგის დარღვევისთვის ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ დარბაზიდან გააძევა.
"ვერცერთ მაგალითს ვერავინ ვერ მომიყვანს, რომ პოლიციის მხრიდან რაიმე განსხვავებული აზრის გამო ან რაიმე კონკრეტული პროფესიის გამო იყო რაიმე გადაცდომა. გარკვეულ მომენტებში იყო გარკვეული პროვოკაციები აქციის კონკრეტული წევრების მხრიდან.
მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ, თუმცა ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ, ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას.
არაერთი შეურაცხყოფის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებდით, უმეტეს მათგანთან ძალიან მეგობრულ, ადამიანურ ურთიერთობებს. ხშირად გვქონია საუბრები, ერთად ყავასაც ვსვამდით, ვმეგობრობდით და ა.შ." - აღნიშნა ირაკლი დგებუაძემ.