1692302192
ონში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

ქალაქ ონში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა. ტურნირში, რომელიც ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, მონაწილეობა 15 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა მიიღო.
ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.