საჰარას უდაბნო „გამწვანებას იწყებს“ - NASA იდუმალ ფენომენს აკვირდება
1752770502
ჩინეთში მშობლებმა სახლში არ შეუშვეს ვაჟი, რომელმაც გამოცდაზე მათი იმედები არ გაამართლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აბიტურიენტმა სახელად სიაოკაი პრესტიჟულ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზე 750 ქულიდან 575 მიიღო. მისი მშობლები ამ შედეგმა გააბრაზა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მათ შვილს მეტი ქულის მიღება შეეძლო. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მოზარდის „წარუმატებლობის“ მიზეზი სოციალური ქსელებითა და ტელეფონზე თამაშით იყო განპირობებული. მათი თქმით, ბიჭი გაკვეთილებს აცდენდა, რათა ტელეფონით უფრო დიდხანს ესარგებლა.
ამიტომ, სიაოკაის გამოცდიდან დაბრუნებამდე დედამ და მამამ სახლის შესასვლელი კოდი შეცვალეს და შვილი სახლში აღარ შეუშვეს. მათ მოზარდს ულტიმატუმი წაუყენეს - ან სახლში ბრუნდება და მათი წესებით ცხოვრობს, ან მუშაობას იწყებს და საკუთარ თავს თვითონ უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილება მიიღო მოზარდმა.