მოკრივე გიორგი ახვლედიანი ევროპის ჩემპიონია

ახვლედიანი

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე გიორგი ახვლედიანმა (55 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში თურქი იაღიზ კიმაზი დაამარცხა.

ფინალამდე გიორგი ახვლედიანმა აზერბაიჯანელი ისმაილ ასლანლის, იტალიელ მატეო მაჩელის, უკრაინელი კირილო ჩუმაკოვსა და ირლანდიელ პატრიკ ჰარიქენის სძლია.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია. ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ელენე ქარჩავამ (48კგ), ვერცხლი ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.

ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.