ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ბრიტანელ ქალს, ადვოკატის ინფორმაციით, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
გადაწყვეტილებას მოსამართლე 3 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. ბელა მეი კალლი 10 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2 კილო “ჰაშიში”. დაკავებულმა შემდგომ პროცესებზე თქვა რომ ის ფეხმძიმედაა და ნარკოტიკის შემოტანა საქართველოში წამებით აიძულეს. BBC-ი წერს რომ დაკავებულის ოჯახი თანახმაა 137 000 ფუნტი გადაიხადოს საპროცესო შეთანხმებისთვის, რომელიც პროკურატურასთან თითქმის შეთანხმდა.