„მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ისევ შეუძლია“ - დემბელე

მესი

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ლეო კვლავ სახიფათოა - მისი შეჩერება 38 წლის ასაკშიც რთულია. ის დონეს ყოველთვის შეინარჩუნებს.


ლიონელს უნდა ვუფრთხოდეთ, რადგან მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ისევ შეუძლია", - თქვა ფრანგმა.

ლეო მესის არგენტინამ 2022 წელს, მუნდიალის ფინალში სწორედ დემბელეს საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.