მერაბ სულეიმანიშვილი ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

მერაბ სულეიმანიშვილი

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში​ 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) ფინალი იაპონელ არაშ იოშიდასთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრამდე მან ინდოელი, უკრაინელი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები დაამარცხა.

ქართველი მოჭიდავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.