იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბოგა, ისრაელის წარმომადგენელი იონათამ ვექსლერი და პოლონელი კსავერი იგნასიაკი დაამარცხა. ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლა მათე გოგობერიშვილმა სომეხ ვაჰე აღასიანთან დათმო.
ქართველი ძიუდოისტები ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.