მატჩი, სადაც ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, შეწყდა - ცნობილია მიზეზი

ზურიკო ჟორჟი

სენტ-ეტიენისა და ლიონის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე უპირისპირდებოდნენ, პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაურკვეველი დროით შეწყდა, მიზეზი კი ტრიბუნიდან ნასროლი რკინის ფული იყო, რომელიც ლაინსმენს მოხვდა.