„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა ტაეკვონდოს საერთო მოსამზადებელი შეკრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 80-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მარნეულიდან და თბილისიდან.
შეკრების მთავარი მიზანი იყო სპორტსმენების ტექნიკური და ტაქტიკური უნარების გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და მეგობრული სპარინგ-შეხვედრების ჩატარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მყოფი ტაეკვონდოს მოყვარულთათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა გუნდმა:
სადახლოს გუნდი — სამირ ბედიევის ხელმძღვანელობით
მარნეულის გუნდი — ზაზა უმფრიანის ხელმძღვანელობით
მარნეულის კლუბი — გიგა გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით
ასევე თბილისის ორი გუნდი.
შეკრებაზე სპორტსმენებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთთან გაეცვალათ პრაქტიკული გამოცდილება, გაეზიარებინათ სხვადასხვა სტრატეგია და გაძლიერებულიყვნენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტაეკვონდოს პოპულარიზაციასა და განვითარებაში მარნეულში, ხელს უწყობს სპორტსმენების მოტივაციის ამაღლებას