„მეზობელმა დაინახა და ვიდეო გადაუღო...“ - ესპანეთში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ერთს ამ დრომდე ეძებენ

ესპანეთის პოლიცია

ესპანეთში, საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშინ როცა ბრალდებულები საცხოვრებელ სახლს ტოვებდნენ, ისინი მეზობელმა დაინახა და ვიდეო გადაუღო. სწორედ აღნიშნული ვიდეოს მეშვეობით პოლიციამ ერთ-ერთი კაცი ადგილიდან მიმალვის შემდეგ, მეორე დღეს დააკავა, თუმცა კიდევ ერთს ჯერ ეძებენ.

ნახეთ ვიდეო