„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
მამა საკუთარ არასრულწლოვან შვილზე ერთი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა - დანაშაული, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, ადგილობრივებისთვისაც დაუჯერებელი აღმოჩნდა. 14 წლის გოგონას დედა, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხდარზე არ საუბრობს.
უმძიმესი დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, რაც ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა მომხდარის შესახებ დეიდას უამბო, ქალმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც ბრალდებულის მისამართზე სამართალდამცველები მივიდნენ. 45 წლამდე მამაკაცი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდი ბოლო პერიოდში სკოლას ხშირად აცდენდა. მძიმე დანაშაულის შესახებ უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც იციან.
კომენტარს არ აკეთებს ბრალდებულის ადვოკატი. „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში უფლებადამცველი არ აკონკრეტებს აღიარებს თუ არა არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებას დაკავებული მამაკაცი.
დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.