ოქტომბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1759644000
ბარსელონას და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავს, ლამინ იამალს საზარდულის ტრავმა აწუხებს და ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.
ესპანური მედიის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და დაახლოებით 2-3 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოს ესპანეთს ესტუმრება — აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.