კვარაცხელიას შეფასება 90 მილიონამდე გაიზარდა, მიქაუტაძის - 22 მილიონამდე

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო შეფასება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის – 2 მილიონი ევროთი – ასეთია transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.

ქართველი ვარსკვლავის ფასი 80 მილიონი ევრო იყო. მაგრამ წარმატებული სეზონის, ჩემპიონთა ლიგაზე, საფრანგეთის ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავის ფასი 90 მილიონი ევრო გახდა.

არასტაბილურ და არც ისე წარმატებულ „ლიონში“ შედეგიანი თამაში გიორგი მიქაუტაძესაც დაუფასეს – ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა 20 მილიონის ნაცვლად მის გრაფაში უკვე 22 მილიონი წერია.