სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა შეიძლება 100 მილიონ ევროს მიაღწიოს.
„ტალანტის მიხედვით ხვიჩა არშავინის თანაფარდია. ფეხბურთის ასეთი ოსტატების ჩამოთვლა ხელის თითებზეა შესაძლებელი. შეიძლება 100 მილიონი ევრო ღირდეს. მთავარია მისი პროგრესი უწყვეტი იყოს.
საჭიროა აგრეთვე გუნდის ლიდერის როლთან გამკლავებაც ისწავლოს. ამას ყველა ვერ ახერხებს. ერთია, როდესაც რამდენიმეჯერ გაიბრწყინე და ყველა გააკვირვე და სრულიად სხვა, როცა გულშემატკივრები შენგან მუდმივად მაღალი დონის თამაშს ელიან. მოლოდინის გამართლება აუცილებელია, რაც რთულია“, - ამბობს სიომინი.