მსოფლიოში ყველაზე პოპულარული TikToker-ი, ხაბი ლემი დააკავეს
1749463502
ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის, „დრაგონ-ბოათის“ ევროპის ფედერაციისა და ბათუმის სპორტული ცენტრის თანამშრომლობით ბათუმმა „დრაგონ-ბოათის“ ევროპის თასს - EDBF DRAGON BOAT EURO CUP 2025 - უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით, ნურის ტბაზე გამართულ საერთაშორისო დონის ტურნირში 25 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება 200 და 2 000-მეტრიან დისტანციებზე გაიმართა. გამარჯვებულები 10 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, სულ კი 420 მედალი გათამაშდა.
ღონისძიებას სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელი გურამ ჩეკურიშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები დააჯილდოვა.