1749455584
ბრიტანეთის პოპულარულ კურორტზე ზვიგენი სანაპიროდან 10 მეტრში შენიშნეს

ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტთან 2 მეტრიანი ზვიგენი შენიშნეს. ზვიგენი სანაპიროდან სულ რაღაც 10 მეტრში დააფიქსირეს.
ზვიგენი საუთბორნის სანაპიროსთან 25 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, ის იკვებებოდა.
ეს მოვლენა ძალიან იშვიათია. როგორც ვარაუდობენ, ზვიგენი რვაფეხებზე ნადირობდა და სანაპიროსთან ახლოს ამის გამო გამოვიდა.