„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ შეხვდება.
აღნიშნულ მატჩთან და გუნდში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ ეტაპზე ყველას ჩვენთან თამაში და ჩვენი დამარცხება სურს. როგორ უნდა მოძებნო მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ? ეს მარტივია, როცა ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობ. მათ უყვართ ფეხბურთი, უყვართ ყოველდღიური ვარჯიში, უყვართ მოგება თუნდაც საწვრთნელი პროცესის დროს. მნიშვნელოვანია, რომ გვყავს მოთამაშეები ასეთი მენტალიტეტით. ისინი ვარჯიშობენ ღიმილით — ვფიქრობ, ეს არის მთავარი. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ. ჩვენი მიზანია გამარჯვება და ამ გზის გაგრძელება.
მუდმივად ვცდილობთ, სხვადასხვა კომპონენტის გაუმჯობესებას და ვაგრძელებთ განვითარებას, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მოწინააღმდეგე. ეს პსჟ-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და სწორედ ამ გზით უნდა გავაგრძელოთ. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ყველას ჩვენთან თამაში და ჩვენი დამარცხება სურს.
ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ატმოსფეროთი, რაც გუნდში სუფევს. გამიმართლა, რომ მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც დილით ადრე გაღვიძება და ვარჯიშზე მოსვლა უხარიათ. ხშირად თავად უნდა ვთხოვო, სახლში წავიდნენ — ზოგჯერ პრაქტიკულად ძალით უნდა შევაჩერო, რომ ვარჯიში დაასრულონ. მათ მოტივაცია არ სჭირდებათ, თუმცა დასვენება, რა თქმა უნდა, აუცილებელია“, – განაცხადა ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.