მთავარი კითხვაა, რა შეიცვალა ისეთი, რომ ამ არჩევნებზე მათ გადაწყვიტეს აღარ მოიწვიონ ეუთო/ოდირი - ნიკა ფარულავა

ნიკა ფარულავა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ნიკა ფარულავას შეფასებით, მთავარი კითხვაა და საინტერესოა, რა შეიცვალა ისეთი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის მოწვევაზე უარი თქვა.

„პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, აქ არის კითხვა, სინამდვილეში, რა შეიცვალა ისეთი, რომ ამ არჩევნებზე მათ გადაწყვიტეს აღარ მოიწვიონ ეუთო/ოდირი, მიუხედავად მოწოდებებისა და მიუხედავად იმისა, რა განცხადებასაც აკეთებენ, თითქოს ისინი აპირებენ თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას,“ - აღნიშნა ნიკა ფარულავამ.