ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს და პრეზიდენტობა სურს - RMC Info Talk Sport

ტედი რინერი

ფრანგი სპორსტმენი, ძიუდოისტი ტედი რინერი, პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ სპორტული გამოცემა RMC Info Talk Sport-ი წერს.

როგორც მედია იუწყება, ყოფილ სპორტსმენს სურს დაიკავოს პოზიცია, "რომელიც მნიშვნელოვანი იქნება".

მედიის ინფორმაციითვე, რინერს მინისტრის თანამდებობა არ სურს და მას პრეზიდენტის ამპლუა უფრო მოსწონს.

"ჩემთვის საუკეთესო როლი - პრეზიდენტის როლია", - აცხადებს რინერი, რითაც ფაქტობრივად, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ადასტურებს.