ფინალში იპონით მოიგო - თორნიკე გიგაური ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონია

თორნიკე გიგაური

პერუს დედაქალაქ ლიმაში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა წარმატებას მიაღწია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. გიგაური ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს დაუპირისპირდა. ქართველმა ჯუდოკამ ბრწყინვალედ იასპარეზა და რუსი მეტოქე იპონით დაამარცხა.

ცნობისთვის, პარჩიევამდე გიგაურმა ნიზამი იმრანოვი დაამარცხა. მეოთხედფინალში დიშოდბეკ ჰამროიევს აჯობა, ხოლო მანამდე სიმას პოლიკევიციუსსა და აკილჟან ჟუბატკანოვს მოუგო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთია: გიორგი ჩანქსელიანი –60. თორნიკე გიგაური –66. სანდრო ახლოური –81. ლუკა ჯავახიშვილი –90. ლუკა ქარელიშვილი –90. გიორგი ბენდელიანი –100. ნოდარ ალაფიშვილი –100. გიორგი ბადუაშვილი +100. ნოდარ კობალაძე +100