გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ოფისი გახსნა ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ტრამპის კოშკში.
გახსნის ცერემონიაზე შედგა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასის პრეზენტაცია. 13 ივლისამდე თასის ხილვა ყველა მსურველს შეეძლება.
ცერემონიისას სიტყვები წარმოთქვეს ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა ერიკ ტრამპმა.
თავის გამოსვლაში ინფანტინომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებაში გაწეული უპრეცედენტო დახმარებისთვის.