ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი

57 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა წარმატებით ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატის საწყისი მატჩები და ფინალში იაპონელ ტამაოკის შეხვდა.

ბრძოლა დაძაბულად წარიმართა, ლიპარტელიანი ვაზარით მალევე დაწინაურდა, მეორეც მიაყოლა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.