ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და პირველი მატჩები უკვე გაიმართა. ქართველი გულშემატკივარი კი განსაკუთრებით დღევანდელ შეხვედრას ელის – ატლანტას „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ (ტევადობა – 42 500 მაყურებელი) ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და 1/8-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „სიეტლ საუნდერსს“ გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე გოლი მიითვალა.