ჩვენი გუნდი კვლავ საუკეთესოა - ლუის ენრიკე

ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

„ამჟამად ორმაგი ემოცია მაქვს – აღტაცებასთან ერთად ძალების ამოწურვას ვგრძნობ, თუმცა წლევანდელი სეზონის პიკი სწორედ ახლაა. ჩვენი გუნდი კვლავ საუკეთესოა. ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვება დაუჯერებელი მიღწევაა. ეს ჯილდო დამსახურებულია, რადგან ჩვენ და ჩვენმა მხარდამჭერებმა მთელი წლის მანძილზე თავდაუზოგავად ვიშრომეთ.

უაღრესად მძიმე დაპირისპირება ვიხილეთ. ვულოცავ „არსენალს“, რომელიც ღირსეული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და ბრწყინვალედ იასპარეზა. ბუნებრივია, მათი მიზანი საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება იყო, ჩვენი პასუხი კი ბურთზე კონტროლის დამყარებას ეფუძნებოდა. საბოლოოდ, მთავარი გამარჯვებაა. მიწოდებენ თუ არა ლეგენდარულ მწვრთნელს? მსგავსი ეპითეტები ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.