გული ვერ უძლებს ყველაფერს... - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1780164886
გიგა ლოცულაშვილი, რომლის ძმასაც, პაპუნა ლოცულაშვილს, გორში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ლოცულაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომელიც აღნიშნული ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.
„მოგესალმებით ყველას ვინაიდან ჩემს ძმას არ გააჩნია სოციალური ქსელი გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს.
დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.
რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება , ვინც ასე მოიქცევა“ - წერს ლოცულაშვილი.
ცნობისთვის, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.