1780158784
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, სუს-ში ბრიფინგი 11:00 საათზეც გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა.











